ადამიანის დაბადება – მნიშვნელოვანი მოვლენაა მისი ყველა ახლობლისა და ოჯახის წევრისთვის. დაბადები დღე და სამყაროში მოვლენის თარიღი, ნუმეროლოგიაში ყოველთვის ითვლებოდა მნიშვნელოვან ციფრებად. მათი მიხედვით შესაძლებელია მიახლოებითი პროგნოზი გაკეთდეს ადამიანის მომავალთან დაკავშირებით, გამოიკვეთოს მისი ხასიათის დადებითი და უარყოფითი მხარეები, განისაზღვროს ცხოვრებისეული ძირითადი მომენტები. ცხოვრებისეული რიცხვის სერიოზულ ნუმეროლოგიურ გამოთვლებს უკავშირდება. ამ რიცხვის მისაღებად საჭიროა დალაგდეს ყველა ის რიცხვი, რომელიც შედის დაბადების თარიღში, ხოლო შემდეგ ისე დაჯამდეს, რომ საბოლოოდ ერთნიშნა რიცხვამდე მოხდეს მისი დაყვანა. მაგალითად: 22.24.1998. 2+2+2+4+1+9+9+8= 37 (3+7) =10 (1+0)=1. ამ გამოთვლის მეთოდით მივიღეთ ცხოვრებისეული რიცხვი, რომელიც ტოლია ერთის. თუკი შედეგით მიღებული რიცხვის აღწერა მკვეთრად ეწინააღმდეგება პიროვნების რეალურ სახეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადმაიანი არ მიჰყვება იმ დანიშნულებას, რომელიც მას ამ სამყაროში აქვს და მნიშვნელოვანია შეეცადოს იმ დადებით თვისებების გამომუშავებას და უარყოფითის მოცილებას ან გამოსწორებას, რომლებიც მისი ცხოვრებისეული რიცხვის აღწერაშია მოცემული. .